Sunday, September 25, 2016

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულით გავიგეთ სასწავლო პროექტის გეგმისა და დამხმარე მასალების შესახებ. შევძელით მომზადება და წარმოდგენა სასწავლო პროექტის პორტფოლიები შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი. შევაჯამეთ რვავე მოდული. 

Tuesday, September 20, 2016

მეექვსე მოდულის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მოსწავლისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთ დამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები.

Sunday, September 18, 2016

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები. გავეცანით რყბრიკის გამოენების, ქულების მინიჭების სქემას. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან. შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.

Tuesday, September 13, 2016

მეოთხე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა იმაში თუ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი ჩემს თემაში როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.

Sunday, September 11, 2016

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით შექმნილი შეფასების ფორმების გაზიარების შესაძლებლობა. განვიხილეთ სასწავლო პროექტების მეშვეობით სტანდარტების მიღწევის საკითხები, გავეცანით ინტერნეტ რესურსებს, შევაფასეთ ინტერნეტ რესურსები.